ვარდისფერი

მდებარეობა: კახეთი

ჯიშები: მწვანე კახური, საფერავი

ღვინის ტიპი: კლასიკური, ვარდისფერი მშრალი

ღვინო არის გამჭვირვალე, კრიალა,  ნათელი სხივით, ზომიერად ორაგულისფერი ფორთოხლისფერი ელფერით

არომატები: სუფთა, სასიამოვნო, საშუალოზე ძლიერი ინტენსივობის. შესაძლოა იგრძნოთ: კოწახური, შინდი, წითელი ალუბალი, ბროწეული, ასკილის ყვავილი, წითელი ვაშლი.

გემო: მშრალი, სასიამოვნო ზომიერი მჟავიანობით, მსუბუქი რბილი ტანინებით, კომპლექსური, კარგად დაბალანსებული, ზომიერი სხეულიანობით, საშუალოზე მეტად გამყოლი გემოთი.

კარგი ღვინოა, აქვს დაძველების პოტენციალი 1 – 2 წელი.

რეკომენდებულია მიირთვათ 6-11ºC