მანავის მწვანე

ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი ღვინო

მდებარეობა: მანავი, კახეთი

ჯიშები: მწვანე კახური

ღვინის ტიპი: კლასიკური, თეთრი მშრალი.

ღვინო არის გამჭვირვალე, კრიალა, ნათელი სხივით, ღია ჩალისფერი მომწვანო ელფერით.

არომატები: სუფთა, სასიამოვნო, საშუალო ინტენსივობის. შესაძლოა იგრძნოთ: ციტრუსები – ლიმონი, ლაიმის ცედრა, გრეიპფრუტი. მწვანე ვაშლი, მსხალი,  ნესვი. ბალახოვანი – მწვანე ფოთლები, ახალი მოთიბული ბალახი.

გემო: მშრალი, სასიამოვნო ზომიერი მჟავიანობით, მსუბუქად კომპლექსური, კარგად დაბალანსებული, მსუბუქი სხეულით და ზომიერად გამყოლი გემოთი.

კარგი ღვინოა, აქვს 2-3 წელი დაძველების პოტენციალი.

რეკომენდებულია მიირთვათ   8-10ºC

ტექნიკური

საუკეთესოდ მიირთვით 8-10°C ტემპერატურაზე