მუკუზანი

ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი ღვინო

მდებარეობა: მუკუზანი, კახეთი

ჯიში: საფერავი

ღვინის ტიპი: კლასიკური, კასრში დავარგებული, წითელი მშრალი

ღვინო არის კრიალა, მცირედ გამჭვირვალე, მკვეთრი ფერით, ლალისფერი მოწითალო ელფერით.

არომატები: სუფთა, სასიამოვნო, საშუალოზე მაღალი ინტენსივობის. Შესაძლოა იგრძნოთ: წითელი კენკრა – წითელი მოცხარი, ჟოლო. წითელი ალუბალი, მენთოლი, შავი პილპილის მარცვლები, ბულგარული წიწაკა, ვანილი, კვამლი, თამბაქო, ყავა და შოკოლადი.

გემო: მშრალი, ზომიერი მჟავიანობით, საშუალო სიძლიერის ხავერდოვანი ტანინებით, დაბალანსებული ალკოჰოლით, მაღალი კომპლექსურობით, ძლიერი სხეულით, ხანგრძლივად გამყოლი გემოთი.

ძალიან კარგი ღვინოა, აქვს 5-7 წელი დაძველების პოტენციალი.

რეკომენდებულია მიირთვათ 17-21ºC