რქაწითელი შემაგრებული
მდებარეობა: კახეთი
ჯიში: რქაწითელი
ღვინის ტიპი: კლასიკური, თეთრი შემაგრებული, ტკბილი
ღვინო არის გამჭვირვალე, კრიალა, ნათელი სხივით, ზომიერად ჩალისფერი ოქროსფერი ელფერით.
არომატები: სუფთა, სასიამოვნო, ძლიერი ინტენსივობის. შესაძლოა იგრძნოთ: თეთრი ხილი – ატამი, გარგარი, ვაშლი, მსხალი. გამომშრალი ხილი – ვაშლის ჩირი, გარგრის ჩირი.
გემო: ტკბილი, სასიამოვნო ზომიერი მჟავიანობით, კომპლექსური, კარგად დაბალანსებული, ზომიერი სხეულიანობით, ხანგრძლივად გამყოლი გემოთი.
კარგი ღვინოა, აქვს 2-3 წელი დაძველების პოტენციალი.
რეკომენდებულია მიირთვათ 5-9ºC