რქაწითელი ქარვისფერი

მდებარეობა: კახეთი

ჯიში: რქაწითელი

ღვინის ტიპი: ქვევრი, ქარვისფერი მშრალი

ღვინო არის გამჭვირვალე, კრიალა, ნათელი სხივით, ღია ქარვისფერი ოქროსფერი ელფერით.

არომატები: სუფთა, სასიამოვნო, მუბუქი ინტენსივობის. შესაძლოა იგრძნოთ: გამომშრალი ხილი – ვაშლის ჩირი, კომშის ჩირი, ლეღვის ჩირი. სანელებლები, თაფლი, კომში, ყვითელი ვაშლი, მწიფე მსხალი, ფორთოხლის ცედრა.

გემო: მშრალი, სასიამოვნო ზომიერი მჟავიანობით, მსუბუქი რბილი ტანინებით, კომპლექსური, კარგად დაბალანსებული, ზომიერი სხეულიანობით, საშუალოზე მეტად გამყოლი გემოთი.

კარგი ღვინოა, აქვს დაძველების პოტენციალი 3 – 4 წელი.

რეკომენდებულია მიირთვათ 12-15ºC