რქაწითელი
მდებარეობა: კახეთი
ჯიში: რქაწითელი
ღვინის ტიპი: კლასიკური, თეთრი მშრალი
ღვინო არის გამჭვირვალე, კრიალა, ნათელი სხივით, ღია ჩალისფერი, ოქროსფერი ელფერით
არომატები: სუფთა, სასიამოვნო, მსუბუქი ინტენსივობის, შესაძლოა იგრძნოთ: თეთრი ხილი, გარგარი, თეთრი ატამი, მსხალი, ლიმონი.
გემო: მშრალი, სასიამოვნო მსუბუქი მჟავიანობით, ზომიერად კომპლექსური, კარგად დაბალანსებული, მსუბუქი სხეულით, გამყოლი გემოთი.
კარგი ღვინოა, აქვს 2-3 წელი დაძველების პოტენციალი.
რეკომენდებულია მიირთვათ 8-10ºC