საფერავი

მდებარეობა: კახეთი

ჯიში: საფერავი

ღვინის ტიპი: კლასიკური, წითელი მშრალი

ღვინო არის კრიალა, მცირედ გამჭვირვალე, მკვეთრი ფერით, ლალისფერი მოწითალო ელფერით.

არომატები: სუფთა, სასიამოვნო, საშუალო ინტენსივობის. შესაძლოა იგრძნოთ: წითელი კენკრა – მაყვალი, შავი მოცხარი, შავი ალუბალი. ჯემი, კვამლი, ყავა, შოკოლადი, ქლიავის ჩირი.

გემო: მშრალი, ზომიერი მჟავიანობით, საშუალო სიძლიერის ხავერდოვანი ტანინებით, დაბალანსებული ალკოჰოლით, მაღალი კომპლექსურობით, ძლიერი სხეულით, ხანგრძლივად გამყოლი გემოთი.

ძალიან კარგი ღვინოა, აქვს  5-7 წელი დაძველების პოტენციალი.

რეკომენდებულია მიირთვათ 15-20ºC