ქინძმარაული

ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი ღვინო

მდებარეობა: ქინძმარაული, კახეთი

ჯიში: საფერავი

ღვინის ტიპი: კლასიკური, წითელი ნახევრად  ტკბილი

გარეგნობა: სუფთა, მცირედ გამჭვირვალე, მკვეთრი ფერით, ლალისფერი იასამნისფერი ელფერით.

არომატები: სუფთა, სასიამოვნო, საშუალოზე მაღალი ინტენსივობის. შესაძლოა იგრძნოთ: წითელი კენკრა – წითელი მოცხარი, შავი მოცხარი, მაყვალი, ჟოლო, წითელი ალუბალი, შავი ქლიავი.

გემო: მსუბუქი სიტკბოთი, ზომიერი მჟავიანობით, მსუბუქი ტანინებით, დაბალანსებული ალკოჰოლით, მაღალი კომპლექსურობით, საშუალო სხეულით, ხანგრძლივად გამყოლი გემოთი.

კარგი ღვინოა, აქვს  1-2 წელი დაძველების პოტენციალი.

რეკომენდებულია მიირთვათ 9-15ºC