ხიხვი ქარვისფერი
მდებარეობა: კახეთი
ჯიში: ხიხვი
ღვინის ტიპი: ქვევრი, ქარვისფერი მშრალი
Ღვინო არის გამჭვირვალე, კრიალა, ნათელი სხივით, ღია ქარვისფერი ოქროსფერი ელფერით.
არომატები: სუფთა, სასიამოვნო, საშუალო ინტენსივობის. შესაძლოა იგრძნოთ: გარგარი, ატამი, კომში, კომშის ჩირი, გარგრის ჩირი, ვაშლის ჩირი, ფორთოხლის ცედრა, ნიგოზი, ლეღვის ჩირი.
გემო: მშრალი, სასიამოვნო ზომიერი მჟავიანობით, მსუბუქი რბილი ტანინებით, კომპლექსური, კარგად დაბალანსებული, ზომიერი სხეულიანობით, საშუალოზე მეტად გამყოლი გემოთი.
კარგი ღვინოა, აქვს დაძველების პოტენციალი 3 – 4 წელი.
რეკომენდებულია მიირთვათ 12-15ºC