ქისი მუსკატი

მდებარეობა: კახეთი

ჯიშები: ქისი, მუსკატი

ღვინის ტიპი: კლასიკური, მუხის კასრში დაძველებით, თეთრი მშრალი

ღვინო არის გამჭვირვალე, კრიალა,  ნათელი სხივით, ზომიერად ჩალისფერი ოქროსფერი ელფერით.

არომატები: სუფთა, სასიამოვნო, ძლიერი ინტენსივობის. შესაძლოა იგრძნოთ: ყვითელი ხილი – ატამი, გარგარი. ტროპიკული ხილი – ანანასი, მანგო. ციტრუსები – ლიმონი, ლაიმი, ფორთოხალი. ყვავილოვანი – გვირილა. სანელებლები, თაფლი, გამომშრალი ხილი, ვანილი.

გემო: მშრალი, საშუალოზე მაღალი მჟავიანობით, ჰარმონიული, კომპლექსური, ხანგრძლივად გამყოლი გემოთი.

ძალიან კარგი ღვინოა, აქვს დაძველების პოტენციალი 3-5 წელი.

რეკომენდებულია მიირთვათ 9-12ºC