წინანდალი

ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი ღვინო

მდებარეობა: წინანდალი, კახეთი

ჯიშები: რქაწითელი, მწვანე კახური

ღვინის ტიპი: კლასიკური, თეთრი მშრალი

ღვინო არის გამჭვირვალე, კრიალა,  ნათელი სხივით, ზომიერად ჩალისფერი, მომწვანო ელფერით.

არომატები: სუფთა, სასიამოვნო, საშუალოზე მაღალი ინტენსივობის. შესაძლოა იგრძნოთ: ციტრუსები – ლიმონი, ლაიმის ცედრა. ყვავილოვანი – ატმის ან ნუშის ხის ყვავილები. მინერალური არომატები, ყვითელი ხილი – ყვითელი ვაშლი, ყვითელი მსხალი, ატამი, გარგარი. ტროპიკული ხილი – ბანანის ქერქი, ანანასი. მწვანე წიწაკა.

გემო: მშრალი, სასიამოვნო ზომიერი მჟავიანობით, კომპლექსური, კარგად დაბალანსებული, მსუბუქი სხეულით და საშუალოზე მეტად გამყოლი გემოთი.

კარგი ღვინოა, აქვს 2-3 წელი დაძველების პოტენციალი.

რეკომენდებულია მიირთვათ 7-11ºC