რქაწითელი ქისი ქარვისფერი
მდებარეობა: კახეთი
ჯიშები: რქაწითელი, ქისი
ღვინის ტიპი: ქვევრი, ქარვისფერი მშრალი
ღვინო არის გამჭვირვალე, კრიალა, ნათელი სხივით, ღია ქარვისფერი ოქროსფერი ელფერით.
არომატები: სუფთა, სასიამოვნო, საშუალო ინტენსივობის. შესაძლოა იგრძნოთ: გამომშრალი ხილი – ვაშლის ჩირი, კომშის ჩირი. სანელებლები, კომში, ყვითელი ვაშლი, მწიფე მსხალი, ფორთოხლის ცედრა, მინდვრის ყვავილები
გემო: მშრალი, სასიამოვნო ზომიერი მჟავიანობით, მსუბუქი რბილი ტანინებით, კომპლექსური, კარგად დაბალანსებული, ზომიერი სხეულიანობით, საშუალოზე მეტად გამყოლი გემოთი.
კარგი ღვინოა, აქვს დაძველების პოტენციალი 3 – 4 წელი.
რეკომენდებულია მიირთვათ 12-15ºC